ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული 2026“-ის ჩასატარებლად მზადება დაიწყო
ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული 2026“-ის ჩასატარებლად მზადება დაიწყო. ნინო ლაცაბიძე, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმომადგენლებს შეხვდა და წლევანდელი ფესტივალისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. „ქართული“ უკვე საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ქართული დიასპორებიც ჩაერთვებიან. რეგისტრაცია დაწყებულია და 15 მარტამდე გაგრძელდება
