უკრაინა ევროკომისიას სთავაზობს უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი დაზიანებული მილსადენის „დრუჟბას“ ნაცვლად „ოდესა - ბროდით“ მიეწოდოს
უკრაინა ევროკომისიას სთავაზობს უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი დაზიანებული მილსადენის „დრუჟბას“ ნაცვლად „ოდესა - ბროდით“ მიეწოდოს. გზავნილში ნათქვამია, რომ დაზიანებული ნავთობსადენის აღდგენით ტექნიკური სამუშაოები გრძელდება და რომ მისი უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირება, მხოლოდ რუსეთის მხრიდან იერიშების შეწყვეტის პირობებშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ სწორედ უკრაინის გავლით ნავთობის მიუწოდებლობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დასახმარებლად 90 მილიარდიანი კრედიტი დაბლოკა
