რობერტ ფიცო: თუ უკრაინა ორშაბათამდე ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის
თუ უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას ორშაბათამდე არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის. მკაცრი განცხადება სოციალურ ქსელში რობერტ ფიცომ გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობა მხოლოდ უკრაინის სასარგებლოდ არ უნდა ვითარდებოდეს. პრემიერი განმარტავს, რომ მხოლოდ 2026 წლის იანვარში სლოვაკეთის მიერ მიწოდებულმა ელექტროენერგიამ უკრაინას ენერგეტიკული ქსელის სტაბილიზაციის საშუალება მისცა
