ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. აქცია ვიცე პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე გაიმართა. დემონსტრანტებმა მის ოფისს ეგრეთ წოდებული მოლოტოვი კოქტეილები ესროლეს. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ალბანეთში პოლიტიკური ვითარება დეკემბერში დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ვიცე-პრემიერს, ბელინდა ბალუკუს კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ სახელმწიფო ტენდერებში ჩარევის გამო ბრალი წაუყენა. ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბალუკუს უფლებამოსილება შეუჩერა, სპეციალურმა პროკურატურამ კი პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართა, ბალუკუ ბრალდებებს უარყოფს
