შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა ფედერალური კანონი დაარღვია, როდესაც ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში ცალმხრივად დააწესა. შტატების პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ გასული წლის 3 აპრილს გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპმა სამარცხვინო უწოდა და მათი ალტერნატიული მეთოდების შემუშავება დააანონსა. განცხადების გაკეთებიდან ცოტა ხანში ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის
