გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციაში დასაქმებულ გიდებს საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
გიდების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციაში დასაქმებულ გიდებს, საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გიდების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ხაზს უსვამ იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებიც ყოველდღიურად წარმოაჩენენ საქართველოს ბუნების უნიკალურობას და სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობენ
