„პროფესია პოლიციელი“ საინფორმაციო კამპანია გრძელდება
„პროფესია პოლიციელი“ საინფორმაციო კამპანია გრძელდება. საჯარო სკოლების მოსწავლეები სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ. დეტალურად გაეცნენ დანაყოფის საქმიანობას, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, სამსახურებრივი ძაღლების მომზადების პროცესი და მათი გამოყენების მიმართულებები. მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო პროცესის სპეციფიკას, სწავლების თანამედროვე სტანდარტებსა და პროფესიული განვითარების საშუალებებს
