დოკუმენტი, რომელიც თავისი დემოკრატიულობით ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში და სრულად ასახავდა ქართველი საზოგადოების ევროპულობას
დოკუმენტი, რომელიც თავისი დემოკრატიულობით ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში და სრულად ასახავდა ქართველი საზოგადოების ევროპულობას. ასეთი იყო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომლის მიღებიდან დღეს 105 წელი გავიდა. თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. - დოკუმენტში ხსენებულ ამ სიტყვებზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ ერთ წინადადებაში განსაკუთრებული სიცხადითაა ჩამოყალიბებული ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ისტორიული ამოცანა
