უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე 3 ადამიანის დააკავეს
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე 3 ადამიანის დააკავეს. ოპერაცია პოლიციამ სხვადასხვა დროს, ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში ჩაატარა. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 100-მდე საბრძოლო ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა. ასევე ნარკოტიკული საშუალება. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
