სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე: ეს იყო ძალიან შემზარავი, მძიმე ფაქტი, თუმცა, დანაშაული მყისიერად გაიხსნა - დანაშაულის ჩაფარცხვაზე საუბარი არასერიოზულია და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ამოწურულია
სულხან თამაზაშვილმა, რომელიც წარსულში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, გაიხსენა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩაფარცხვაზე და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის დახმარებაზე საუბარი არასერიოზულია. მან უპასუხა დასმულ შეკითხვას, ესაუბრა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან გასაუბრების შემდეგ, თუმცა თამაზაშვილის განცხადებით, ფარცხალაძეს არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია. მან ცრუ უწოდა მოწმეს, რომელიც წყნეთის პოლიციის უფროსი იყო და ქრთამის აღებისა და უფლება-მოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავეს
