„გემო ფესტი“ წლის პირველ სტარტს ტრადიციულად მესტიიდან იღებს
„გემო ფესტი“ წლის პირველ სტარტს ტრადიციულად მესტიიდან იღებს. კულინარიული ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომლებსაც ადგილობრივი მზარეულები შესთავაზებენ. ჯამში 15 ადგილობრივი მზარეულია, მათგან 6 ახალი. „გემო ფესტი“ დღეს და ხვალ დღის 3 საათიდან დაიწყება და საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება
