სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტებით, ინფორმაცია თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს არ შეესაბამება სიმართლეს
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტებით, ინფორმაცია თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს არ შეესაბამება სიმართლეს. უწყების განმარტებით, ერთეულ შემთხვევებს სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად იკვლევს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს. მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს, სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება. უწყების ინფორმაციითვე, მუდმივად ატარებენ მათ მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს
