შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. გეკა გელაძემ, ირაკლი ხუბულავას წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე კი არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. ასევე, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შეხვედრა გამართა მესტიის პოლიციის სამმართველოშიც. დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
