დოკუმენტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა სახელმწიფოებრიობის განვითარებაში
დოკუმენტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა სახელმწიფოებრიობის განვითარებაში - 1921 წლის 21 თებერვალს, ოკუპაციამდე ოთხი დღით ადრე, დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დემოკრატიულობით ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში და სრულად ასახავდა ქართველი საზოგადოების ევროპულობას. თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა. - დოკუმენტში ხსენებულ ამ სიტყვებზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ისტორიული ამოცანა
