უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა
უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა. ბუდაპეშტმა უარი თქვა, ევროპარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული, სამიდან ერთ-ერთი დოკუმენტისთვის მხარი დაეჭირა, რომელიც ახლა ევროკავშირის საბჭოში ფინალურ ეტაპზეა და რომლის ძალაში შესასვლელად ევროკავშირის საბჭოს ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ უნგრეთს მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინისთვის თანხების დაბლოკვით დაიმუქრა
