შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მზადების ფონზე ირანი შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მზადების შესახებ იუწყება, რომელიც 2-3 დღეში იქნება მზად
შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მზადების ფონზე ირანი შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მზადების შესახებ იუწყება, რომელიც 2-3 დღეში იქნება მზად. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. ისლამური რესპუბლიკის მთავარი დიპლომატის განცხადებით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებს „ურანის ნულოვანი გამდიდრება“ არ მოუთხოვია, და დისკუსიები იმ ზომებზე იყო ფოკუსირებული, რომლებმაც შესაძლოა, ვაშინგტონს დაუმტკიცოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“ განკუთვნილი. აბას არაღჩის თქმით, ორივე მხარემ მიაღწია „სახელმძღვანელო პრინციპების“ ერთობლიობაზე ზოგად შეთანხმებას, რომელიც საფუძვლად დაედება პოტენციური შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას
