განმუხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც 8 თვეში უნდა დასრულდეს
განმუხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც 8 თვეში უნდა დასრულდეს. განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი. გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა. იგეგმება ღია სცენის და დეკორატიული ტბის მოწყობა, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს განათების, სარწყავი ქსელის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას. გათვალისწინებულია ბიომრავალფეროვნების დაცვა
