საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა
საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა. მზადყოფნის შესაფასებლად, საველე, სიმულაციური სწავლება გაიმართა. დამუშავდა მასობრივი კატასტროფების პირობები - მათ შორის წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და ტექნოგენური ავარიები. ისინი საგანგებო სიტუაციებში, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გუნდის არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას სხვადასხვა ტიპის კრიზისზე ოპერატიული რეაგირებისთვის
