კასპის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
კასპის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ასევე, საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. მათივე განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად
