21 თებერვალი ისტორიული თარიღია - 1921 წელს ოკუპაციამდე ოთხი დღით ადრე დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო
21 თებერვალი ისტორიული თარიღია, 1921 წელს ოკუპაციამდე ოთხი დღით ადრე დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. დოკუმენტი, რომელიც თავისი დემოკრატიულობით ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში, სრულად ასახავდა ქართველი საზოგადოების ევროპულობას. თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება, პარლამენტის თავმჯდომარე. თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა - ამ მთავარ პოსტულატს უსვამს ხაზს ტექსტში პირველი კანონმდებელი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი წინადადებით განსაკუთრებული სიცხადით ყალიბდება ეროვნული სახელმწიფოებრიობის არსი და ისტორიული ამოცანა
