ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად, ბულვარის სასეირნო პრომენადის ნაწილი ქვიშის მასამ დაფარა
ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად, ბულვარის სასეირნო პრომენადის ნაწილი ქვიშის მასამ დაფარა, ხოლო ცალკეული მონაკვეთები დაიტბორა. ტერიტორია დილიდანვე იწმინდება და აღდგენითი სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს შესაბამისი სპეცტექნიკაც
