საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ეუთოს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ეუთოს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მან წუხილი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ ოკუპაციის გამოყენებისგან.
