რამდენიმე წლის წინ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე მიტანილი იერიში და ეკონომიკური დივერსია იყო - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება
რამდენიმე წლის წინ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე მიტანილი იერიში და ეკონომიკური დივერსია იყო - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს იყო ხელოვნურად მართული პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რის შედეგსაც სახელმწიფო დღემდე იმკის. ნამახვანჰესის საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ ოთხასი მილიონი დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა.
