პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2026 წლის პირველი ტურნირი გაიმართა
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2026 წლის პირველი ტურნირი გაიმართა. ბაკურიანში სეზონი თოვლის ეტლით თხილამურების ჩემპიონატით გაიხსნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან გამოდიოდნენ. მამაკაცებს შორის ჩემპიონი მარნეულის სახელით მოასპარეზე გოჩა კოჩალიძე გახდა, ქალებს შორის კი საუკეთესო შედეგი ქუთაისის გუნდის წევრმა მარიამ კლდიაშვილმა აჩვენა. ღონისძიება ახალგაზრდული მედია-კავშირისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
