დონალდ ტრამპმა პენტაგონსა და სხვა უწყებებს უცხოპლანეტელებთან და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება დაავალა
დონალდ ტრამპმა პენტაგონსა და სხვა უწყებებს უცხოპლანეტელებთან და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება დაავალა. ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება საზოგადოების დიდი დაინტერესებით ახსნა. მანამდე დონალდ ტრამპი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებას გამოეხმაურა უცხოპლანეტელების რეალურად არსებობის შესახებ. ტრამპმა თქვა, რომ თავად არ იცის, უცხოპლანეტელები რეალურად არსებობენ თუ არა, მაგრამ ობამამ დიდი შეცდომა დაუშვა და საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა
