„აქსიოსის“ ცნობით, ირანი, თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებით ემუქრება
„აქსიოსის“ ცნობით, ირანი, თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებით ემუქრება. ირანმა გაეროს გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ თუ ამერიკა იერიშს მიიტანს, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები თეირანის ლეგიტიმური სამიზნე გახდება. დასავლური მედია წერს, რომ შეერთებული შტატები მზად არის ირანზე თავდასხმისათვის, თუმცა ჯერ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიურ გზას მიმართავს.
