განათლების მინისტრის მოადგილე რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
განათლების მინისტრის მოადგილე რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გეგმავენ სწავლის დაწყებას, ასევე, სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ ამ პროგრამაზე და მომავალ წელს გეგმავენ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა.
