გლდანის მერვე მიკრორაიონის მეცამეტე კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა
გლდანის მერვე მიკრორაიონის მეცამეტე კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები, დაახლოებით, შვიდი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, განხორციელდება უკანონო შემოღობვისა და ავტოფარეხების დემონტაჟი და მოეწყობა საპარკინგე სივრცე. პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 783 000 ლარი დაიხარჯება.
