სომხეთის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
განიხილეს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური დღის წესრიგის ძირითადი ასპექტები, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების უზრუნველყოფას. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.
