საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას პროცესი გაიმართა
საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას პროცესი გაიმართა. დაიკითხა სუსის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომელი, რომელიც ბრალდებულების დაკავებაში მონაწილეობდა. მან დაკავების პროცესში მურთაზ ზოდელავას მხრიდან ძალადობრივ ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება.
