თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ მოწმის სახით გამომძიებელი დაკითხა, რომელმაც პრეზიდენტის სასახლის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. პროკურატურის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და მას გადაჭრის კვალი არ აღენიშნებოდა.
