გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა და გარკვეული მოლოდინი შექმნა, ახლა საეჭვოდ დუმს
გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა და გარკვეული მოლოდინი შექმნა, ახლა საეჭვოდ დუმს. მის სოციალურ ქსელში, სადაც ამ დრომდე საკმაოდ აქტიურად დებდა ნებისმიერი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას რესურსი ნულის ტოლია. განცხადებები კეთდება გახარიას პარტიაშიც.
