პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ეუთოს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ეუთოს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ნიკოლოზ სამხარაძემ ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მან წუხილი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ ოკუპაციის გამოყენებისგან.
