ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბაზაში არიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა. ხელისუფლების მიზანია ბაზაში დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. ამ დროის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოთხასი ათასამდე ოჯახია. მათგან 185 ათასი ოჯახი იღებს ფინანსურ დახმარებას, დანარჩენი კი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.
