ევროკომისია უკრაინას მოუწოდებს, მიიღოს კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას დაცვას უზრუნველყოფს
ევროკომისია უკრაინას მოუწოდებს, მიიღოს კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას დაცვას უზრუნველყოფს. ევროკომისია უკრაინული ორგანიზაციების წერილს გამოეხმაურა, რომლებმაც ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში ევროპულ ვალდებულებებთან შეუსაბამობების შესახებ აცნობეს. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას აღიარებს, რომლის მიხედვითაც ქორწინება ავტომატურად უქმდება, თუ წყვილიდან ერთი სქესს შეიცვლის.
