სატელევიზიო პროექტი ახალი თეატრში
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილია კულტურის სამინისტროსა და „რუსთავი 2“-ის ერთობლივი პროექტის „ქართულის“ ფარგლებში, მუსიკალური ღონისძიებების გამართვა. პროექტისთვის მზადების პროცესში შემოქმედებითმა ჯგუფმა დაიწყო სივრცის წინასწარი მომზადება, მათ შორის ფასადის მოწესრიგებაც. იმისთვის, რომ შენობაზე შოუს ბანერი განეთავსებინათ, საჭირო გახდა თეატრის ფასადზე ამ დრომდე განთავსებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერის მოხსნა, რამაც დასის წევრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. თეატრის შენობა სახელმწიფო საკუთრებაა და ის კონკრეტულ კომპანიას აქვს დაქირავებული, პროექტის მენეჯმენტის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რის შესახებაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
