საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება სრული აბსურდია
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება სრული აბსურდია. ემანუელ მაკრონმა ინდოეთში, სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლება მისი რეგულირების გარეშე სისულელეა. საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას სოციალურ მედიაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ექსის უმსხვილესი შოუს წამყვანი მარიო ნოფალი წერს, რომ მაკრონმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ნორვეგიელი პოლიტოლოგი გლენ დისენი განმარტავს, რომ თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი სიტყვის თავისუფლებას აბსურდად მიიჩნევს, მაშინ ისეთი საკვანძო ღირებულებები, როგორიც კანონის უზენაესობა, აზრთა სხვადასხვაობისა და დიპლომატიის პატივისცემაა, სუსტ საფუძველზე ყოფილა აგებული.
