გერმანიის კანცლერი უერთდება სხვა ევროპელი ლიდერების მოწოდებას, რომ ბავშვებისთვის სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა უნდა შეიზღუდოს
გერმანიის კანცლერი უერთდება სხვა ევროპელი ლიდერების მოწოდებას, რომ ბავშვებისთვის სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა უნდა შეიზღუდოს. ფრიდრიხ მერცის თქმით, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება მოწმობს, რომ ონლაინ სივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ონლაინ მანიპულაციების ფონზე, სოციალური მედია პლატფორმები არასრულწლოვანებისთვის საზიანოა. გერმანიის კანცლერის პარტია 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის საკითხზე კონფერენციას ხვალ გამართავს.
