უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და ევროპის გარკვეული ქვეყნები კიევის გარეშე რუსეთსა და ნატოს შორის შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და ევროპის გარკვეული ქვეყნები კიევის გარეშე რუსეთსა და ნატოს შორის შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრების საკითხი უკრაინის გარეშე და მხოლოდ მოსკოვთან არ განიხილონ. ზელენსკიმ ასევე ვაშინგტონს მოუწოდა შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო მისია და აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ცეცხლი.
