"პოლიტიკოს" ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოსგან მოითხოვს, რომ ალიანსმა ანკარაში ივლისში დაგეგმილი სამიტის ოფიციალურ შეხვედრებზე უკრაინა და კიდევ 4 პარტნიორი ქვეყანა არ მიიწვიოს
პოლიტიკოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოსგან მოითხოვს, რომ ალიანსმა ანკარაში ივლისში დაგეგმილი სამიტის ოფიციალურ შეხვედრებზე უკრაინა და კიდევ 4 პარტნიორი ქვეყანა- ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და სამხრეთ კორეა არ მიიწვიოს. გამოცემის ცნობით, თეთრ სახლს სურს, რომ ნატო განხილული იყოს როგორც ევროატლანტიკური თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც ძირითად ძალისხმევას საკუთარი საკითხების გადაწყვეტას დაუთმობს და შეამცირებს ისეთ მისიებს, რომლებიც ნატოს პასუხისმგებლობის არეალს სცდება.
