„საქართველოს ფოსტამ“ საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის - თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს ფოსტამ“ საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის - თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა. მარკები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გამოიცა. იდეის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
