დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 97 ადამიანს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 97 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.
