მაიკ ბენცმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის შოუში ევროპის ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მაიკ ბენცმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის შოუში ევროპის ორმაგ სტანდარტებზე ილაპარაკა. მისი თქმით, დღეს ევროპაში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონია საჭირო, რათა შეერთებული შტატებიდან გაცემული გრანტების საჯაროობა იქნას უზრუნველყოფილი, მაშინ, როდესაც უნგრეთს, საქართველოს და ევროპის კიდევ სამ ქვეყანას, რომლებსაც გამჭვირვალობის კანონის მიღება სურდათ, სანქციებით ემუქრებოდნენ.
