თაღლითური „ქოლ ცენტრების“ საქმეზე დაკავებული ელისო კილაძე საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს
თაღლითური „ქოლ ცენტრების“ საქმეზე დაკავებული ელისო კილაძე საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს. ჟურნალისტი ცდილობს მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაუკავშიროს. საქმე ეხება 2025 წელს კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სქრინს, სადაც 2015 წლის მონაცემებია გამოქვეყნებული. კილაძე ამტკიცებდა, რომ ბიტკოინები მდინარაძეს ეკუთვნოდა, თუმცა არსად იყო მითითებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.კილაძის გამოქვეყნებული მასალა აღებულია ბიტკოინებისა და კრიპტოვალუტის გადარიცხვების შესახებ საიტიდან, სადაც არაერთი მსგავსი სახის მასალის აღებაა შესაძლებელი, რაც ადასტურებს რომ კილაძემ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასევე დადასტურდა, რომ ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებულ "სქრინში" მითითებული კოდი, რეალურად 2015 წელს წყალდიდობისას დაზარალებულთა დახმარებას უკავშირდება, თარიღის მიხედვით შეიძლება ითქვას,რომ თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი ცნობილი მოვლენებისას, დაზარალებულებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
