ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული
ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული. იგეგმებოდა ამ მასალების უკანონო შეძენა სამ მილიონ დოლარად და უკანონო ტრანსპორტირება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ღონისძიება სუსის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჩაატარეს.
