შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლში მხარის სახელმწიფო რწმუნებულებს და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობას შეხვდა
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლში მხარის სახელმწიფო რწმუნებულებს და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა მათ ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, ასევე ისაუბრა სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე. თეა ახვლედიანი კოლეჯ “მოდუსის” მარნეულის ფილიალის სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებიც პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან.
