პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავა.
