ბოლო 48 საათში, ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 ადამიანია დაკავებული
ბოლო 48 საათში, ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 ადამიანია დაკავებული. მათ შორის 81 ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
