პრემიერი-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
პრემიერი-მინისტრი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამშობლოს ერთგულება აძლევს. პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელს დაბადების დღეს ულოცავენ პრეზიდენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტიის გენერალური მდივანი.
