პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული გამოავლინა
პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა ათი ადამიანის მიმართ დაიწყო. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება მიმალულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდება ასევე წარედგინება გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყვეს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.
